"მომავალზე ვესაუბრე", - ობამეიანგი ბარსელონადან დემბელეს შესაძლო წასვლას ეხმაურება

"ბარსელონას" თავდამსხმელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს იმედი აქვს, რომ გარემარბი, უსმან დემბელე კატალონიურ გრანდში დარჩება.
"მომავალზე ვესაუბრე, მაგრამ გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. მის დარჩენას ვისურვებდი, კიდევ 1-2 წლით. უსმანთან ერთად თამაშით ბედნიერი ვარ".
"კარგია. მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედი, დემბელე კარგად ვარჯიშობს, ყველაფერი გამოსდის. მასში ეჭვი არც მეპარებოდა, რადგან წლებია ვიცნობ", - ციტირებს 32 წლის გაბონელის სიტყვებს Diario Sport-ი.
შეგახსენებთ, 24 წლის ფრანგ შემტევს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ თანხმდებიან.
რაც შეეხება ობამეიანგს, ეს უკანასკნელი "ბარსელონას" ზამთარში ლონდონის "არსენალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.