რამდენად რეალურია რეალში მბაპესთან ერთად ჰოლანდის გადასვლაც?
"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მადრიდული გრანდის გენერალურ დირექტორ ხოსე სანჩესთან ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერი განიხილა.
როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ზაფხულში "დორტმუნდის" ფორვარდის გადაბირებას შეძლებს, თუ ამას თავად ფეხბურთელი მოინდომებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად კილიან მბაპეს ("პსჟ") ტრანსფერისა, 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის დამატების შანსიც არსებობს.
გარდა ამისა, "რეალი" "მონაკოს" ჩამშლელი ნახევარმცველით, ორელიენ ტჩუამენითაც ინტერესდება.
შეგახსენებთ, ჰოლანდს "დორტმუნდთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პუნქტის თანახმად, მისი გამოსყიდვა 75 მილიონ ევროდაა შესაძლებელი.