ავტორიზაცია

MARCA: რეალის ხელმძღვანელობა ზაფხულში 5 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

MARCA: რეალის ხელმძღვანელობა ზაფხულში 5 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს
თარიღი 18 მარ 2022, 18:09

"რეალის" ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელთან განშორებას გეგმავს.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

როგორც იწერება, მადრიდული გრანდის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა კლუბის გენერალურ დირექტორ ხოსე სანჩესთან გუნდის მომავალი განიხილა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ "სამეფო კლუბმა" ედენ აზარის, დანი სებალიოსის, მარიანო დიასის, ლუკა იოვიჩისა და ხესუს ვალიეხოს გასაყიდად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

სატრანსფერო ბაზარზე "რეალის" აქტიურობა შესაძლო გაყიდვებზე იქნება დამოკიდებული. თუ კლუბი თანხის გამომუშავებას მოახერხებს, მაშინ პრიორიტეტული ვარიანტი "მონაკოს" ჩამშლელი, ორელიენ ტჩუამენი იქნება, რადგან კილიან მბაპეს ("პსჟ") ტრანსფერი პრაქტიკულად უკვე შეთანხმებულია.