ავტორიზაცია

დაბოლოს, ცნობილი გახდა კონფერენს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგებიც

დაბოლოს, ცნობილი გახდა კონფერენს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგებიც
თარიღი 18 მარ 2022, 18:22

ცნობილი გახდა კონფერენს ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების 1/4 და 1/2 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად, მეოთხედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"ბოდო გლიმტი" — "რომა"

"ფეიენოორდი" — "სლავია"

"მარსელი" — "პაოკი"

"ლესტერი" — "პსვ"

ხოლო 1/2 ფინალში ერთმანეთს შემდეგი წყვილების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან:

"ლესტერი" / "პსვ" — "ბოდო გლიმტი" / "რომა"

"ფეიენოორდი" / "სლავია" — "მარსელი" / პაოკი

კონფერენს ლიგის ფინალურ შეხვედრაში ნომინალური მასპინძელი "ლესტერი"-"პსვ"-"ბოდო გლიმტი"-"რომას" კვარტეტიდან საუკეთესო იქნება.

აღსანიშნავია, რომ პირველი მეოთხედფინალური მატჩები 7 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 14 აპრილს.

პირველი ნახევარფინალური მატჩები კი 28 აპრილს გაიმართება, განმეორებითები - 5 მაისს.

რაც შეეხება ფინალს, ტურნირის გადამწყვეტი დაპირისპირება 25 მაისს, ტირანაში შედგება.