ნეიმარი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე: "რეალთან წაგება არ გვინდოდა, გეგმაში ეს არ გვქონია"
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან გუნდის გამოვარდნაზე განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, პარიზელები 1/8 ფინალურ ეტაპზე მადრიდის "რეალთან" (ორი მატჩის ჯამში 2:3) დამარცხდნენ.
"რთული დღეები იყო, რთული კვირები. წაგება არ გვინდოდა. აქ ამისათვის არ ვართ, გეგმაში ეს არ გვქონია. არავინ მოდუნებულა. ალბათ, პირიქით. საკუთარი თავები ამას მივუძღვენით, მთელი ძალები დავხარჯეთ და წარმატებისთვის ვვარჯიშობდით".
"ტრავმის შემდეგ დავბრუნდი, მთელი ცხოვრება დავთმე იმისათვის, რათა "რეალთან" მეთამაშა. მიუხედავად მარცხისა, გუნდთან ერთად ვიყავი".
"ასეთია სპორტსმენის ცხოვრება. დღეს აქ ხარ, დამარცხდი, მაგრამ მალევე შეგიძლია ყველაფრის შეცვლა. ფეხბურთი სწორეთ ამით არის გამორჩეული", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს RMC Sport-ი.