ავტორიზაცია

დანი ალვეში: "მესი პსჟ-ში სიამოვნებას ვერ იღებს, მისი ადგილი იქ არ არის"

დანი ალვეში: "მესი პსჟ-ში სიამოვნებას ვერ იღებს, მისი ადგილი იქ არ არის"
თარიღი 18 მარ 2022, 19:50

"ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, "პსჟ"-ში სიამოვნებას ვერ იღებს. ლეო ფეხბურთს განსაკუთრებულს ხდის და ეს მაშინ გამოსდის, როცა დროს კარგად ატარებს. ხოლო როცა დროს კარგად ატარებს, დანარჩენები სიამოვნებას იღებენ (მისი თამაშით)".

"ჩემი აზრით, იქ მესის ადგილი არ არის. იმიტომ, რომ ლეო მსოფლიოში საუკეთესო ადგილას ცხოვრობდა იმისათვის, რათა საყვარელი საქმით დაკავებულიყო".

"ლეო ყოველთვის მეუბნებოდა: "სად იქნები იმაზე უკეთესად, ვიდრე აქ, "ბარსელონაში"? შევამოწმე - უკეთესი ადგილი არ არსებობს. როცა მისი წასვლის შესახებ გახდა ცნობილი, იგივე სიტყვები მივწერე".

"ამა თუ იმ მიზეზის გამო, ახლა აქ არ არის და ვიმედოვნებ, დაბრუნდება. არ ვიცი, მოხდება თუ არა ეს, მაგრამ თუ დაბრუნდება, დაე მაშინ დაბრუნდეს, როცა აქ ვიქნები, რათა ცოტა კიდევ ვიხალისოთ ერთად".

"ბარსადან" წასვლა ყველას უნანია. ყველას. ვიღაც იტყვის, რომ ეს ასე არ არის, რადგან წარუმატებლობის აღიარება არ უყვარს, მაგრამ ყველა ნანობს. "ბარსა" საუკეთესო ადგილია", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს ESPN-ი.