ავტორიზაცია

ჰოლანდის ახალ კლუბს ნორვეგიელის ტრანსფერი საერთო ჯამში 355 მილიონი ევრო დაუჯდება

ჰოლანდის ახალ კლუბს ნორვეგიელის ტრანსფერი საერთო ჯამში 355 მილიონი ევრო დაუჯდება
თარიღი 18 Mar 2022, 20:00

დიდი ალბათობით, "დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ზაფხულში კლუბს დატოვებს.

როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერი დაახლოებით 355 მილიონი ევრო დაჯდება. ამ თანხაში ხელფასი, სატრანსფერო ღირებულება და ფეხბურთელის გარემოცვისთვის გადასახდელი საკომისიო შედის.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდისთვის ბრძოლაში ამჟამად ფავორიტი "მანჩესტერ სიტია".

ერლინგის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, საიდანაც "დორტმუნდი" მხოლოდ 50-55 მილიონს მიიღებს, რადგან 10 მილიონი 21 წლის ფორვარდის აგენტს, მინო რაიოლას ეკუთვნის, რაზეც მხარეები "ზალცბურგიდან" ტრანსფერისას შეთანხმდნენ.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.