ავტორიზაცია

MARCA: რეალი ტჩუამენის პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა, მონაკომ ფასი დაასახელა

MARCA: რეალი ტჩუამენის პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა, მონაკომ ფასი დაასახელა
თარიღი 19 Mar 2022, 17:59

"რეალს" "მონაკოს" ჩამშლელი ნახევარმცველის, ორელიენ ტჩუამენის ტრანსფერის გაჩარხვა სურს.

მადრიდულმა გრანდმა საფრანგეთის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა.

როგორც გავლენიანი გამოცემა Marca-ს ჟურნალისტი, რამონ ალვარესი იტყობინება, "მონაკო" 50 მილიონ ევროსა და ბონუსების სახით დამატებით 15 მილიონს ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ "დორტმუნდის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი "რეალში" გადავა, ტჩუამენის ტრანსფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენს გამოიმუშავებს "სამეფო კლუბი" ფეხბურთელების გაყიდვით.

ხოლო 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, 22 წლის ფრანგი დიდი ალბათობით მადრიდელებს ზაფხულშივე შეუერთდება.

მიმდინარე სეზონში ტჩუამენიმ ყველა ტურნირზე ერთად "მონაკოს" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.