ლა ლიგის პრეზიდენტი: "მბაპე პსჟ-დან აუცილებლად წავა, ბარსელონას ჰოლანდის შეძენა გაუჭირდება"
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა კილიან მბაპესა ("პსჟ") და ერლინგ ჰოლანდის ("დორტმუნდი") მომავალზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, კლუბში არსებული ვითარების გამო, "ბარსელონას" ჰოლანდის ტრანსფერის გაჩარხვა გაუჭირდება. მაგრამ შეიძლება კატალონიელებმა ფინანსური ფეირ პლეის დაცვა მოახერხონ".
"მბაპე "პსჟ"-დან აუცილებლად წავა. არანორმალურია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ განუცხადებია, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში, თუმცა ეს კლუბი "პსჟ" ნამდვილად არ იქნება. ასე მგონია", - ციტირებს ტებასის სიტყვებს AS-ი.
შეგახსენებთ, 23 წლის ფრანგს პარიზულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, ხოლო 21 წლის ნორვეგიელს ბორუსიელებთან მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.