ავტორიზაცია

არსებობს თუ არა მესის ბარსელონაში დაბრუნების შანსი? — ხავის კომენტარი

არსებობს თუ არა მესის ბარსელონაში დაბრუნების შანსი? — ხავის კომენტარი
თარიღი 20 Mar 2022, 14:53

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ კატალონიურ გრანდში ლიონელ მესის დაბრუნების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა "ბლაუგრანა" გასულ ზაფხულს დატოვა და ამჟამად "პსჟ"-ს ღირსებას იცავს.

"მესი იმსახურებს, რომ "ბარსაში" მისთვის კარი ყოველთვის ღია იყოს. სანამ ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ნებისმიერ დღეს შეუძლია ვარჯიშზე გვეწვიოს ან დამელაპარაკოს".

"ის, რაც მან მოგვცა, ფასდაუდებელია. ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მაგრამ ამჟამად "პსჟ"-სთან ორ წელზე გათვლილი კონტრაქტი აქვს გაფორმებული", - განუცხადა ხავიმ Mundo Deportivo-ს.

შეგახსენებთ, მესი 42 წლის ესპანელთან ერთად "ბარსელონას" ღირსებას 2004 წლიდან 2015 წლამდე იცავდა.

TOP.GE