ავტორიზაცია

ობამეიანგმა კლასიკოზე ისაუბრა და დაასახელა ბარსას ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტად გააკვირვა

ობამეიანგმა კლასიკოზე ისაუბრა და დაასახელა ბარსას ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტად გააკვირვა
თარიღი 20 Mar 2022, 15:16

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ლა ლიგის 29-ე ტურში "რეალთან" გასამართ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

გარდა ამისა, 32 წლის გაბონელმა დაასახელა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ის ფეხბურთელი, რომელმაც გააკვირვა.

"კარგ ფორმაში ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ, ჩვენი თავის გვჯეროდეს", - აცხადებს ობამეიანგი.

"რეალის" წინააღმდეგ თამაში მომწონს. "კლასიკო" მსოფლიოში ყველაზე დიდი მატჩია, რადგან ყველა მასზე საუბრობს"

"ბარსაში" პედრიმ გამაკვირვა. ბურთს არ კარგავს და თავისი ფეხებით ჯადოქრობს. მისთვის თამაში მარტივია, ამიტომაც ყველაფერი ადვილად ჩანს", - დასძინა პიერ-ემერიკმა Marca-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, "რეალი" - "ბარსელონა" დღეს, 20 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე აიღებს სტარტს.

TOP.GE