ავტორიზაცია

ხავი: "რეალი კლასიკოს საგრძნობი დანაკარგით ხვდება, მაგრამ ანჩელოტის ვარიანტები საკმარისად აქვს"

ხავი: "რეალი კლასიკოს საგრძნობი დანაკარგით ხვდება, მაგრამ ანჩელოტის ვარიანტები საკმარისად აქვს"
თარიღი 20 Mar 2022, 15:54

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა გავლენა ექნება მოახლოებულ "კლასიკოზე' "რეალის" ფორვარდის, კარიმ ბენზემას ტრავმას.

მოგეხსენებათ, მადრიდელთა ფორვარდი ლა ლიგის 28-ე ტურში "მალიორკასთან" (3:0) გამართული მატჩის მიწურულს დაშავდა და დღევანდელ დაპირისპირებას გამოტოვებს.

"ბენზემა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო "ცხრიანია". ეს საგრძნობი დანაკარგია, მაგრამ თამაშისადმი ჩვენს მიდგომას არ შეცვლის. აი, "რეალის" მიდგომა კი შეიძლება შეცვალოს. საკითხავია, როგორ უნდა ჩაანაცვლოს ანჩელოტიმ ბენზემა, მაგრამ ვარიანტები საკმარისად აქვს".

"რაც შეეხება ლა ლიგას, მისი მოგება გაგვიჭირდება, ამ მატჩის მოგების შემთხვევაშიც. "რეალი" 28 შეხვედრაში 2-ჯერ დამარცხდა, კიდევ 3-ჯერ უნდა წააგოს", - ციტირებს "ბარსას" დამრიგებლის სიტყვებს Mundo Deportivo.

ცნობისთვის, "რეალისა" და "ბარსელონას" მატჩი სტარტს ამაღამ, თბილისის დროით 00:00 საათზე აიღებს.