ავტორიზაცია

ხავი კლასიკოს წინ: "ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბერნაბეუზე მსოფლიოს საუკეთესო კლუბს წარმოვადგენ"

ხავი კლასიკოს წინ: "ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბერნაბეუზე მსოფლიოს საუკეთესო კლუბს წარმოვადგენ"
თარიღი 20 Mar 2022, 15:31

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ფიქრობს "რეალთან" მოახლოებულ შეხვედრაზე.

მოგეხსენებათ, ლა ლიგის 29-ე ტურის ეგიდით, "ელ კლასიკო" დღეს გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 23:59 საათზე აიღებს.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" წარმოვადგენ კლუბს, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესოდ მივიჩნევ, რაც ჩემთვის დიდი პატივია".

"ჩვენი იდეების დემონსტრირების დრო მოვიდა, იმისი, რომ შეგვიძლია კიდევ ერთ დიდ გუნდს გავუწიოთ კონკურენცია".

"დიდი პატივია "ბარსელონას" წარმოდგენა ყველა მოედანზე", - ციტირებს ხავის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, 42 წლის ესპანელი სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სათავეში გასული წლის ნოემბერში ჩაუდგა და ამაღამ, "ბარსას" მენეჯერის როლში პირველ "კლასიკოს" გამართავს.