ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ხავი ბარსელონას სტილს იდეალურად ერგება, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა შესამჩნევად მოუმატა"

ანჩელოტი: "ხავი ბარსელონას სტილს იდეალურად ერგება, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა შესამჩნევად მოუმატა"
თარიღი 20 Mar 2022, 16:06

"ელ კლასიკოს" წინ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კატალონიის "ბარსელონას" დამრიგებელი, ხავი შეაქო.

"ბარსელონას" მკაფიო სტილი აქვს, მისი იდენტობა უცვლელია. ხავი ამ სტილს იდეალურად ერგება და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გუნდმა შესამჩნევად მოუმატა".

"სუსტი მხარე არ აქვს, კარგად თამაშობს. ჩემი აზრი ასეთია: ხავი კარგ სამუშაოს ასრულებს".

"ამავდროულად, არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთი მხოლოდ ერთ სტილს მოიცავს. მომწონს, როცა ჩემს გუნდს შეუძლია განსხვავებულად გამოიყურებოდეს. ყოველთვის ჩემი ფეხბურთელებისთვის კომფორტული სტილის გამოყენებას ვცდილობდი", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს დღეს, ლა ლიგის 29-ე ტურის ეგიდით, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუპირისპირდებიან. მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:59 საათზე აიღებს