ავტორიზაცია

რაიოლა ორ კლუბს შეუთანხმდა — საბოლოო არჩევანს თავად ჰოლანდი გააკეთებს

რაიოლა ორ კლუბს შეუთანხმდა — საბოლოო არჩევანს თავად ჰოლანდი გააკეთებს
თარიღი 20 მარ 2022, 16:18

ბრიტანული და ესპანური მედიის ცნობით, "მანჩესტერ სიტიში" დარწმუნებულები არიან, რომ "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში "რეალის" დამარცხება შეუძლიათ.

თავის მხრივ, როგორც მადრიდულ გრანდში ფიქრობენ, ჰოლანდის გადაბირებასაც მოახერხებენ და კილიან მბაპესიც ("პსჟ"). თუმცა, "სიტის" ამაში ეჭვი ეპარება.

ინგლისელები არ სჯერათ, რომ "სამეფო კლუბი" თავს ორი სუპერტრანსფერის განხორციელების უფლებას მისცემს. მათი აზრით, 21 წლის ნორვეგიელს "რეალში" მბაპესთან ერთად თამაში არ უნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე კლუბმა ერლინგის წარმომადგენლებთან უკვე ყველა პირობა შეათანხმეს - ხელფასისა და აგენტისთვის გადასახდელი საკომისიოს ჩათვლით. ჰოლანდს ისღა დარჩენია აირჩიოს კლუბი, სადაც თამაში სურს. "ქალაქელებთან" მოლაპარაკებებზე გუნდის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასა და ფეხბურთელის წარმომადგენელ მინო რაიოლას შორის არსებულ ანტიპათიას გავლენა მოუხდენია.

ინგლისური კლუბის წარმომადგენლებმა კონტაქტი თავად ჰოლანდთან, მის აგენტთან და მამამისთანაც დაამყარეს - ალფ-ინგე ჰოლანდთან. კლუბში პოტენციური ტრანსფერის თაობაზე ფრთხილ ოპტიმიზმს გამოხატავს.

მიმდინარე სეზონში ერლინგმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 6 ასისტიც მიითვალა.