"დავრჩები თუ არა რუბინში? ჯერ არ ვიცი" - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი

რუსეთის ჩემპიონატში ცსკა-სთან(6-1) განადგურების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მისი მომავლის შესახებ ჰკითხეს.
"ჩემი მომავალი რუბინში? ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ არა," - უპასუხა ქართველმა ნახევარმცველმა.
სანაკრებო პაუზის დაწყებამდე გამართულ მატჩში 21 წლის ნახევარმცველმა ყაზანის რუბინს უკაპიტნა, ისტორიაში პირველად.
ახლა ხვიჩა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება, სადაც 2 ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას - ბოსნიის და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ.