ანჩელოტი: "ყველაფერი ჩემი ბრალია, მაგრამ დრამატიზება საჭირო არ არის"
მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, კლასიკოში განადგურებაზე ისაუბრა.
„საწყისი წუთები კარგი იყო, თუმცა 0:1-ს შემდეგ თამაშზე კონტროლი დავკარგეთ, „ბარსამ" სივრცეები იპოვა და უსიამოვნებები მოგვანიჭა. მატჩი სამი მცველით დავიწყეთ, ვცდილობთი ერთი ერთში თამაშს, თუმცა ამან დღეს ვერ იმუშავა.
ჩემპიონატში უპირატესობა გვაქვს, ახლა უნდა დავისვენოთ და შემდეგი ორი კვირისთვის უკეთ მოვემზადოთ.
მეორე ტაიმში მინდოდა ცოტა მაღალი პრესინგი გვეთამაშა, თუმცა არ გამოვიდა. ყველაფერი ჩემი ბრალ ია.
მძიმე მარცხია, იმიტომ რომ ეს კლასიკოა, ეს დიდი დარტყმაა, ჩვენ ბრძოლა დავთმეთ.
თუმცა, ლა ლიგაში კარგი უპირატესობა გვაქვს და სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ტრავმირებულების დაბრუნებას დაველოდოთ. არ არის საჭირო ამ მატჩის გამო დრამატიზირება.
„რეალი" თავის თავს არ ჰგავდა, ყველაფერი ცუდად წავიდა. ეს მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ და წინსვლა გავაგრძელოთ, დიდი უპირატესობა გვაქვს. ეს მწვრთნელის ბრალია, სრულიად ჩემი ბრალია ყველაფერი." - აღნიშნა იტალიელმა.