ხავი: "მადრიდს ყურებამდე გაღიმებულები ვტოვებთ, არ გვეგონა, რომ რეალს ასე ვაჯობებდით"
„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა განვლილი კლასიკო შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა 4:0 მოიგო.
„ეს ბარსას ფანებისთვის სასიხარულო დღეა, ჩვენ უფრო მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო.
არ ველოდით, რომ „რეალს" მისსავე სტადიონზე ასე ვაჯობებდით. მათ ერთი კვირა ჰქონდათ დასასვენებლად, ჩვენ კი თურქეთიდან პარასკევს ჩამოვფრინდით.
ფანტასტიკურად ვითამაშეთ, ძალიან კმაყოფილი ვარ. „რეალს" შედეგითაც და თამაშითაც ბევრად ვაჯობეთ. მადრიდს ყურებამდე გაღიმებულები ვტოვებთ.
მუშაობა ტიტულზე ფიქრის გარეშე უნდა გავაგრძელოთ და მაქსიმალური მონდომებით ვიშრომოთ." - აღნიშნა ხავიმ.