ბუსკეტსი რეალთან 4:0-ზე: "თამაშს ვაკონტროლებდით და ბევრად მეტის გატანა შეგვეძლო"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხი ბუსკეტსმა ლა ლიგის 29-ე ტურში "რეალის" ანგარიშით 4:0 განადგურების შემდეგ განცხადება გააკეთა.
"ჩვენი მიზანი იყო, არ გვეფიქრა შედეგზე და გაგვეკეთებინა ის, რაც საჭირო გახლდათ, პრესინგისთვის მიგვემართა და ბურთი იმდენად სწრაფად აგვერთმია, რამდენადაც შეიძლებოდა. ბევრად მეტის გატანა შეგვეძლო".
"ვიცოდით, რომ თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებდით, ეს (გამანადგურებელი გამარჯვება) მოხდებოდა. წინა თამაშში კონტრშეტევებზე დიდი ზიანი მოგვაყენეს, დღეს კი ამას კარგად ვაკონტროლებდით და კიდევ ბევრი გოლის გატანა შეგვეძლო".
ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე
"თუ მინიმალური შესაძლებლობა გვექნება, მის გამოყენებას ვეცდებით. ვიცით, სხვაობა დიდია, მაგრამ იმისათვისაც ვართ მზად, რომ გუნდებმა შესაძლოა ქულები დაკარგონ".
იმაზე, ფიქრობენ თუ არა ახლა პირველ ადგილზე
"პირველ რიგში, მეორე ადგილზე უნდა გადავინაცვლოთ, "სევილია" ჩამოვიტოვოთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ტიტულების მოგებასა და მაღალი მწვერვალების დაპყრობაზე ვფიქრობთ", - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Marca.