ავტორიზაცია

რეალის ექს-ფეხბურთელი: "ასეთი მატჩების შემდეგ ღია ჭრილობები გრჩება, რომელთა შეხორცებაც ძალიან რთულია"

რეალის ექს-ფეხბურთელი: "ასეთი მატჩების შემდეგ ღია ჭრილობები გრჩება, რომელთა შეხორცებაც ძალიან რთულია"
თარიღი 21 Mar 2022, 12:00

"რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პრედრაგ მიატოვიჩმა ლა ლიგის 29-ე ტურში "ბარსელონასთან" (0:4) განცდილ მძიმე მარცხზე კომენტარი გააკეთა.

"ასეთი მატჩების შემდეგ ღია ჭრილობები გრჩება, რომელთა შეხორცებაც ძალიან ძნელია. ვფიქრობ, "რეალი" ლიგას მოიგებს, მაგრამ ეს ძალიან დიდი მარცხია".

"ბარსელონამ" დღეს ყველაფერი იდეალურად გააკეთა. ამ წაგებამ "რეალი" უნდა გამოაღვიძოს".

"ახლა მომდევნო მატჩები და სირთულეები ახლოვდება", - ციტირებს ვეტერანი სერბის სიტყვებს AS-ი.

სატურნირო ცხრილში "რეალი" კვლავ ერთპიროვნული ლიდერია, მადრიდელთა აქტივში 29 მატჩში მოპოვებული 66 ქულაა, ხოლო "ბარსელონა" 28 მატჩში აღებული 54 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.