"თავად ანჩელოტისაც არ სჯერა იმის, რასაც აკეთებს. არანორმალურია", - ბარსას ყოფილი ფეხბურთელი
"ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა "რეალის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის არანორმალური უწოდა.
ლუის სუარეს მირამონტესმა "ბლაუგრანასთან" (0:4) გამართულ შეხვედრაში "სამეფო კლუბის" დამრიგებლის ქმედებები ეჭვქვეშ დააყენა.
"თავად ანჩელოტისაც არ სჯერა იმის, რასაც აკეთებს. არანორმალურია", - ციტირებს 1960 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელის სიტყვებს AS-ი.
აღსანიშნავია, რომ "ბარსამ" "ელ კლასიკოებში" 5-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და როგორც იქნა, წარმატებას მიაღწია.
სატურნირო ცხრილში "რეალი" კვლავ ერთპიროვნული ლიდერია, მადრიდელთა აქტივში 29 მატჩში მოპოვებული 66 ქულაა, ხოლო "ბარსელონა" 28 მატჩში აღებული 54 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.