ალვეში რეალის განადგურების შემდეგ: "ბარსა დიდებულ გუნდად თავისმა სათამაშო სტილმა და ფილოსოფიამ აქცია"
"ბარსელონას" მცველმა, დანი ალვეშმა ლა ლიგის 29-ე ტურში "რეალთან" (4:0) მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენი მიზანი იდენტობის დაბრუნებაა და ეს პირველობაში დაგვეხმარება. ყოველთვის ასე იყო და ასეც იქნება".
"ბარსას" თავისი სათამაშო სტილი და ფილოსოფია აქვს, სწორედ ამან გვაქცია დიდებულ გუნდად. თუ იმას გავაკეთებთ, რასაც მიჩვეულები ვართ, მაშინ ცხადია, თასებსაც მოვიგებთ".
"ლა ლიგის მოგება რთული იქნება, მაგრამ რატომ არ უნდა ვიოცნებოთ? ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, შემდეგ კი ვნახოთ", - ციტირებს ალვეშის სიტყვებს Mundo Deportivo.
სატურნირო ცხრილში "რეალი" კვლავ ერთპიროვნული ლიდერია, მადრიდელთა აქტივში 29 მატჩში მოპოვებული 66 ქულაა, ხოლო "ბარსელონა" 28 მატჩში აღებული 54 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.