"გეგმამ ვერ გაამართლა", - ანჩელოტიმ განმარტა, თუ რატომ ათამაშა მოდრიჩი კლასიკოში "ცრუ ცხრიანად"
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა "კლასიკოში" ლუკა მოდრიჩის "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე დაყენება.
მოგეხსენებათ, "ბარსამ" "სამეფო კლუბი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ლა ლიგის 29-ე ტურში ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
მადრიდელთა თავდასხმის ხაზის ლიდერის, კარიმ ბენზემას ტრავმის გამო, 36 წლის ხორვატს მისთვის უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაში.
"გვინდოდა, რომ ბურთი უფრო დიდხანს გვეკონტროლებინა, პრესინგისთვის მიგვემართა, მაგრამ პირველი გოლის გაშვების შემდეგ გეგმას გადავუხვიეთ და ამან დარტყმა მოგვაყენა".
"გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა. "ბარსამ" უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ არ ჩავძირულვართ".
"წინსვლა და ბალანსის ძიება უნდა განვაგრძოთ. 9-ქულიანი უპირატესობა გვაქვს", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Football Espana.