ავტორიზაცია

იუვენტუსის დირექტორი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე: "რომ მოგვეცადა, ინგლისური და ესპანური კლუბები გვაჯობებდნენ"

იუვენტუსის დირექტორი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე: "რომ მოგვეცადა, ინგლისური და ესპანური კლუბები გვაჯობებდნენ"
თარიღი 22 მარ 2022, 02:05

"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, მაურისიო არივაბენემ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

ტურინულმა გრანდმა სერბი ზამთარში "ფიორენტინადან" 70+10 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო თავად 22 წლის ფორვარდს წლიური ხელფასის სახით 7 მილიონს გადაუხდის.

"ვლაჰოვიჩი და ზაქარია ვიყიდეთ, მიმდინარე და მომავალ სეზონზე ფიქრით. დუშანის ირგვლივ სხვა კლუბებიც ტრიალებდნენ და გადავწყვიტეთ, რომ საქმე ზაფხულამდე აღარ გადაგვედო, რადგან ინგლისურ და ესპანურ გუნდებზე ნაკლები შანსი გვექნებოდა".

"დავრწმუნდით, მისი შეძენა ზამთარშივე შეგვეძლო, გავერკვიეთ, როგორ უნდა დაგვეფარა ხარჯები მოთამაშეთა პოტენციური გაყიდვით. "ფიორენტინას" წინადადებით მივმართეთ, რის შემდეგაც კლუბმაც და ფეხბურთელის აგენტებმაც მწვანე შუქი აგვინთეს".

"ის, რომ მასთან იმ მომენტისთვის უკვე შეთანხმებულები ვიყავით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს სიცრუეა. მოლაპარაკებები "ფიორენტინას" ნებართვის შემდეგ დავიწყეთ. მაგრამ მას მხოლოდ "იუვენტუსში" თამაში სურდა", - განუცხადა არვიაბენემ Corriere dello Sport-ს.