"მომდევნო ოქროს ბურთი შენია", - კლასიკოს მიმდინარეობისას, გარსიამ ვინისიუსს ირონიულად დასცინა
"რეალისა" და "ბარსელონას" (0:4) მატჩის მიმდინარეობისას, კატალონიელთა მცველმა, ერიკ გარსიამ მადრიდელთა თავდამსხმელს, ვინისიუსს ჟუნიორს დასცინა.
ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც ბრაზილიელმა რონალდ არაუხოსთან ბრძოლაში ბურთი დაკარგა, გარსიამ მას წაკბინა: "მომდევნო "ოქროს ბურთი" შენია".
ეს მომენტი ვიდეოკამერებს არ გამორჩენიათ, Movistar-მა კი "ბარსას" უკანახაზელის სიტყვები გაშიფრა.
აღსანიშნავია, რომ ვინისიუსმა კარიერაში მე-9 "ელ კლასიკო" ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო და 2 გოლის გატანა მოახერხა.
მოგეხსენებათ, ამ დროისთვის, ლა ლიგის სატურნირო ცხრილს 66 ქულით "რეალი" ლიდერობს, "ბარსა" 54 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, მაგრამ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.