ავტორიზაცია

"გვარდიოლას ცენტრფორვარდები დიდად არ უყვარს", - ლივერპულის ექს-მცველმა ჰოლანდს რჩევა მისცა

"გვარდიოლას ცენტრფორვარდები დიდად არ უყვარს", - ლივერპულის ექს-მცველმა ჰოლანდს რჩევა მისცა
თარიღი 22 მარ 2022, 13:29

"ბაიერნისა" და "ლივერპულის" ყოფილ მცველს, მარკუს ბაბელს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ერლინგ ჰოლანდს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა უღირს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "დორტმუნდის" თავდამსხმელისთვის ბრძოლაში "ქალაქელები" "რეალს" უწევენ კონკურენციას.

"ეს ტრანსფერი გამაოცებს და გამაღიზიანებს. გვარდიოლას ცენტრალური თავდამსხმელები დიდად არ უყვარს. ვფიქრობ, ჰოლანდისთვის უმჯობესია "დორტმუნდში" დარჩეს. იქ უკეთესად განვითარდება, რადგან თამაში სჭირდება. ხოლო გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ ექნება თუ არა რეგულარული სათამაშო პრაქტიკა, არ ვიცი".

"ვის არ უთამაშია ამ გუნდში ცენტრფორვარდის პოზიციაზე. შემადგენლობაში მუდმივად ისეთი დონის თავდამსხმელებიც კი ვერ ხვდებოდნენ, როგორებიც სერხიო აგუერო და გაბრიელ ჟეზუსი არიან. ჩემი აზრით, ჯერ არ დაბადებულა ცენტრფორვარდი, რომელიც გვარდიოლას სჭირდება".

"გარდა ამისა, "სიტი" დომინანტურ სტილში თამაშობს, რაც ჰოლანდმა ჯერ არ იცის. ცოტა თავისუფალი სივრცე ექნება და გოლის გასატანად ახალი გზების მოძებნა მოუწევს", - დასძინა ვეტერანმა გერმანელმა Sky Sport Deutschland-ი.