ავტორიზაცია

შევჩენკო: "ზელენსკის შეეძლო ქვეყანა დაეტოვებინა, მაგრამ დარჩა და ამან უკრაინელი ხალხი გააერთიანა"

შევჩენკო: "ზელენსკის შეეძლო ქვეყანა დაეტოვებინა, მაგრამ დარჩა და ამან უკრაინელი ხალხი გააერთიანა"
თარიღი 22 მარ 2022, 16:08

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე 27-ე დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

"პოზიცია, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაიკავა, უაღრესად მნიშვნელოვანია. წასვლა შეეძლო, მაგრამ ამის ნაცვლად მკაფიოდ განაცხადა, რომ რჩება და ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ".

"ამან უკრაინელი ხალხი გააერთიანა. ჩვენთან დარჩა და არ დავნებდებით. საკუთარ მიწას ბოლომდე დავიცავთ", - ციტირებს "მილანისა" და "ჩელსის" ექს-ფორვარდის სიტყვებს Daily Mail-ი.

მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფო უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს უტევს და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.