ლიდერი სიტია — 2020/21 წლების სეზონის 20 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბი
საკონსულტაციო კომპანია Deloitte-მა ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე კლუბების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინა.
ასე და ამგვარად, აღნიშნულ სიას სათავეში "მანჩესტერ სიტი" უდგას, რომელმაც 2020/21 წლების სეზონში 644,9 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
გარდა "ქალაქელებისა", სამეულში მოხვდნენ მადრიდის "რეალი" (640,7 მლნ) და მიუნხენის "ბაიერნი" (611,4 მლნ).
ტოპ 20:
1. მანჩესტერ სიტი - 644,9 მილიონი ევრო
2. მადრიდის რეალი - 640,7
3. ბაიერნი - 611,4
4. ბარსელონა - 582,1
5. მანჩესტერ იუნაიტედი - 558
6. პარი სენ-ჟერმენი - 556,2
7. ლივერპული - 550,4
8. ჩელსი - 493,1
9. იუვენტუსი - 433,5
10. ტოტენჰემი - 406,2
11. არსენალი - 366,5
12. დორტმუნდის ბორუსია - 337,6
13. ატლეტიკო - 332,8
14. ინტერი - 330,9
15. ლესტერი - 255,5
16. ვესტ ჰემი - 221,5
17. მგლები - 219,2
18. ევერტონი - 218,1
19. ზენიტი - 212
20. ასტონ ვილა - 207,3