ავტორიზაცია

"სიმეონე მანჩესტერ იუნაიტედის შესაფერისი მწვრთნელი არ არის", - ფაულერმა მიზეზებიც განმარტა

"სიმეონე მანჩესტერ იუნაიტედის შესაფერისი მწვრთნელი არ არის", - ფაულერმა მიზეზებიც განმარტა
თარიღი 22 Mar 2022, 17:03

"ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელის, რობი ფაულერის აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდის თავკაცად "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე არ უნდა დანიშნოს.

"გამეცინა, როცა გავიგე, რომ გარი ნევილმა თავის ყოფილ კლუბს მენეჯერად დიეგო სიმეონეს დანიშვნა შესთავაზა".

"მოდით, ვიყოთ გულახდილები. არ ვამბობ, ანტიფეხბურთს თამაშობს-თქო, მაგრამ ის, როგორც მისი გუნდი ზოგჯერ მოედანზე იქცევა, ეს საშინელი რაღაცები და ტაქტიკა - "ემიუს" შესაფერისი არ არის".

"რამდენიმე კვირაში მანიკუნიანელთა გულშემატკივრები პროტესტს დაიწყებენ და სიმეონემ რამე რომც მოიგოს, ამას დიდხანს მაინც არ მოითმენენ. არის გარკვეული მოლოდინები იმის თაობაზე, როგორ უნდა ითამაშოს "ემიუმ", ეს საფუძველი ჯერ კიდევ ბასბისა და ფერგიუსონის მიერ ჩაიყარა".

"სიმეონე ამ სისტემაში არ ჯდება. ვისაც ფეხბურთი უყვარს, ის არავის მოეწონება. ფაქტობრივად, მისი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მეტოქეს თამაშში ხელი შეუშალოს, რაც არავისთვისაა მისასალმებელი".

"მე ამას იდენტობას ვეძახი. მხოლოდ მოგება არ კმარა, თუ ეს, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება. "ოლდ ტრაფორდზე" ამას მოურინიო წააწყდა. მწვრთნელი კლუბის შესაფერისი უნდა იყოს, მით უმეტეს იმ კლუბის, რომელიც მოგებასაა მიჩვეული. სიმეონეს ფილოსოფია "ემიუს" არ უხდება", - ციტირებს ფაულერის სიტყვებს Mirror-ი.