ავტორიზაცია

ნაპოლიში კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ

ნაპოლიში კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ
თარიღი 22 მარ 2022, 17:33

"ნაპოლიში" საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთეს.

როგორც აქამდე დაიწერა, ნეაპოლელები 21 წლის ქართველით ინტერესდებიან და მასში ლორენცო ინსინიეს შემცვლელს ხედავენ.

მიუხედავად ამისა, იტალიური გრანდის წარმომადგენელმა აღნიშნული ცნობები უარყო:

"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა "ნაპოლის" პრეს-ატაშემ, გვიდო ბალდარიმ.

დღეს დადასტურდა, რომ კვარაცხელიამ "რუბინი" დატოვა და ახალ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს, რომლის შესახებაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ფიფამ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს უფლება მისცა, გუნდებთან კონტრაქტი ცალმხრივად გაეყინათ. ხვიჩა ყაზანში არც ზაფხულში დაბრუნდება.

ქართველი ამომავალი ვარსკვლავი "რუბინის" ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავდა.