"ნაპოლი კვარაცხელიას ინსინიეს შემცვლელად განიხილავს", - ალფრედო პედულა
ცნობილმა ჟურნალისტმა, ალფრედო პედულამ "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი დაადასტურა: "რუბინის გარემარბი, კვარაცხელია, რომელიც 2001 წელსაა დაბადებული, ინსინიეს ძალიან, ძალიან ჰგავს.
მათი შედარება ბევრჯერ მოხდა და ნაპოლიში საქმის ბოლომდე მიყვანა სურთ. ამ ეტაპზე, კლუბის მხრიდან მხოლოდ დიდ ინტერესს აქვს ადგილი, თუმცა სამომავლოდ, შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს.
ხვიჩას თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ევროა. სამი წლის წინ, ქართველი 50 ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეს შორის მოხვდა.
მას შესანიშნავი ტექნიკა, დრიბლინგი და სისწრაფე აქვს. ყაზანელთა ვინგერი იმ ასაკში იმყოფება, რომ პროგრესის მიღწევა კვლავინდებურად შეუძლია და პარალელურად, დიდ კლუბში გადასასვლელადაც მზადაა.
ევროპის მასშტაბით, მის მიმართ სერიოზული ინტერესია, თუმცა "ლურჯებმა" ნაბიჯი უკვე გადადგეს, - წერს იტალიელი ინსაიდერი 22-წლის ფლანგელის შესახებ.