ავტორიზაცია

TOP 20-ში პსჟ-ს 18 მოთამაშეა — ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

TOP 20-ში პსჟ-ს 18 მოთამაშეა — ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები
თარიღი 22 მარ 2022, 17:53

ცნობილი გახდა, თუ რამდენს გამოიმუშავებენ ხელფასის სახით "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავები, ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე.

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.

ასე და ამგვარად, ყველაზე მეტს ნეიმარი იღებს - 4,083 მლნ ევრო თვეში. მეორე ადგილზე მესია (3,375 მლნ თვეში), მესამეზე კი - მბაპე (2,22 მლნ თვეში).

აღსანიშნავია, რომ ტოპ ოცეულში პარიზელთა 18 ფეხბურთელია. რეიტინგში მხოლოდ ვისამ ბენ იედერი (მე-15 ადგილი, 650 ათასი ევრო თვეში) და სესკ ფაბრეგასი (მე-18 ადგილი, 600 ათასი თვეში) არ წარმოადგენენ "პსჟ"-ს - ისინი "მონაკოს" ღირსებას იცავენ.

ტოპ 20:

1. ნეიმარი ("პსჟ") - 4,083,000 

2. ლიონელ მესი ("პსჟ") - 3,375,000

3. კილიან მბაპე ("პსჟ") - 2,220,000

4-5. მარკინიოსი ("პსჟ") - 1,200,000

4-5. მარკო ვერატი ("პსჟ") - 1,200,000

6. აშრაფ ჰაკიმი ("პსჟ") - 1,083,000

7. კეილორ ნავასი ("პსჟ") - 1,000,000

8. ანხელ დი მარია ("პსჟ") - 950,000

9-10. ჟორჟინიო ვეინალდუმი ("პსჟ") - 916,000

9-10. ჯანლუიჯი დონარუმა ("პსჟ") - 916,000

11. მაურო იკარდი ("პსჟ") - 800,000

12. სერხიო რამოსი ("პსჟ") - 791,666

13. ლეანდრო პარედესი ("პსჟ") - 750,000

14. ხუან ბერნატი ("პსჟ") - 730,000

15-16. ვისამ ბენ იედერი ("მონაკო") - 650,000

15-16. ანდერ ერერა ("პსჟ") - 650,000

17. პრესნელ კიმპემბე ("პსჟ") - 640,000

18. სესკ ფაბრეგასი ("მონაკო") - 600,000

19. იულიან დრაქსლერი ("პსჟ") - 562,000

20. ლეუვენ კურზავა ("პსჟ") - 500,000