VIDEO: "ეს ყველაფერი უკვე ძალიან მომბეზრდა", - მბაპე პოგბას
საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების შეკრებაზე, პოლ პოგბამ კილიან მბაპეს სიცილით „პსჟ-ში“ არსებულ მდგომარეობაზე ჰკითხა.
ამაზე, კილიანმა სცადა მიკროფონებისგან თავი აერიდებინა და პოგბას ყურში შემდეგი რამ ჩასჩურჩულა: "J'en ai trop marre". პსჟ
ზუსტად რომ ვთარგმნოთ, ფრანგულად ეს ნიშნავს: „ეს ყველაფერი უკვე ძალიან მომბეზრდა.“
შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ მბაპესთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და მის ტრანსფერს სეზონის ბოლოს ოფიციალურადაც დაადასტურებს.