ავტორიზაცია

ხუთეულში ოთხი ფეხბურთელი იუნაიტედისაა - პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

ხუთეულში ოთხი ფეხბურთელი იუნაიტედისაა - პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები
თარიღი 22 მარ 2022, 20:48

კრიშტიანუ რონალდუს პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალი ელფასი აქვს.

L’Equipe-ს ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გადასახადების გადახდამდე, კვირაში 2.63 მილიონ ევროს იღებს.

მეორე ადგილს სხვა მანჩესტერული გუნდის ლიდერი, კევინ დე ბრუინი იკავებს თვეში 2.06 მილიონით.

ტოპ-ხუთეულში დანარჩენ ადგილებს კი სულ „იუნაიტედის“ ფეხბურთელები იკავებენ, მესამეზე მეკარე დავიდ დე ხეაა (1.93 მილიონი თვეში), მეოთხეზე ჯეიდონ სანჩო (1.85 მლნ თვეში)

მეხუთე პოზიციაზე კი რაფაელ ვარანია, თვეში 1.62 მილიონი ევროთი.