ავტორიზაცია

პსჟ-ს ზაფხულში რამოსის გაშვება სურს და მის ადგილზე უკვე სხვა მცველიც შეარჩია

პსჟ-ს ზაფხულში რამოსის გაშვება სურს და მის ადგილზე უკვე სხვა მცველიც შეარჩია
თარიღი 22 Mar 2022, 20:56

„პსჟ-ს“ ზაფხულში სერხიო რამოსის მოშორება სურს.

როგორც ფრანგი კომენტატორი ფაბრის ჰოუკინსი წერს, პარიზული გუნდი ყველანაირად ეცდებიან, სერხიო რამოსი გუნდიდან ზაფხულშივე გაუშვან, მიუხედავად იმისა, რომ მას კონტრაქტით კიდევ ერთი წელი ექნება დარჩენილი.

30 მარტს ესპანელ ფეხბურთელს უკვე 36 წელი უსრულდება, რაც მისი ბოლოდროინდელი ტრავმატულობიდან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

რამოსის ადგილზე, „პსჟ“ ახალგაზრდა და საიმედო ცენტრალურ მცველს ეძებს და თვალი ფრანკფურტის „აინტრახტის“ 22 წლის მცველს, ევან ნდიკას დაადგა, რომლის თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ არც დაუწყია.