იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა: "ამის შესახებ რომ ვფიქრობ, პანიკაში ვვარდები"
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გააზიარა თავისი მოსაზრებები კარიერის დასრულების შესახებ: "პანიკას ვგრძნობ კარიერის დასრულების პერსპექტივის გამო. ვფიქრობ, თქვენთვის კიდევ უფრო გულდასაწყვეტი იქნება, რომ ვეღარასდროს ნახავთ ჩემს თამაშს.
ახლა უნდა ისიამოვნო, რადგან ამას ვეღარასდროს იხილავ. ისიამოვნეთ სანამ მოედანზე ვარ, რადგან მსგავსს ვეღარ ნახავთ. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ თამაშს მანამ, სანამ შედეგის მიღწევა შემიძლია.
ვიცი, რომ ვერასდროს ვიგრძნობ იმ ადრენალინს, რასაც ვგრძნობ, როცა ფეხბურთს ვთამაშობ. ფეხბურთელები დაპროგრამებულები არიან, რომ გაიღვიძონ, წავიდნენ სავარჯიშოდ.
შემდეგ კი სახლში მოვიდნენ და დაისვენონ. ასე გრძელდება 20-25 წელი. ერთ დღესაც გავიღვიძებ და არაფერი მექნება დაგეგმილი. უცნაური გრძნობა იქნება", - განაცხადა იბრამ.