ავტორიზაცია

"კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში უფრო ეფექტურია, ვიდრე რუბინში", - იტალიური პრესა ხვიჩაზე წერს

"კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში უფრო ეფექტურია, ვიდრე რუბინში", - იტალიური პრესა ხვიჩაზე წერს
თარიღი 23 Mar 2022, 10:39

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო ტრანსფერი საკმაოდ აქტუალური თემაა. Gazzetta dello Sport-მა ქართველ გარემარბს სტატია მიუძღვნა:

"2001 წელს დაბადებული კვარაცხელია რუბინში უკვე მესამე სეზონს ატარებს. მას სათამაშო დრო სისტემატურად ეძლევა და მან რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდოც მოიგო.

ხვიჩა მემარჯვენეა და მარცხენა ფლანგზე თამაშობს. ზუსტად ისე, როგორც ინსინიე. მას ფიზიკური მონაცემების მხრივ პრობლემები არ აქვს და მეტოქისთვის გვერდის ავლა, როგორც მაღალ სისწრაფეზე, ისე ადგილიდან შეუძლია.

თავის ამჟამინდელ გუნდში ქართველ გარემარბს 73 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 9 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა. საქართველოს ნაკრებში ყაზანელთა ვინგერი ბევრად ეფექტურია.

მან 12 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებიდან ეროვნულ გუნდში 22-წლის ფლანგელის აღზევება სწრაფად მოხდა და მისი საფეხბურთო შესაძლებლობები ყველასთვის აშკარაა", - წერს იტალიური გამოცემა.

ნაპოლიში კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ