ავტორიზაცია

"მესი ბენზემას ვერ აიყვანდა", - რიკელმე პსჟ-ს კრახში ლეოს არ ადანაშაულებს

"მესი ბენზემას ვერ აიყვანდა", - რიკელმე პსჟ-ს კრახში ლეოს არ ადანაშაულებს
თარიღი 23 მარ 2022, 12:19

ხუან რომან რიკელმემ ლიონელ მესის თამაში შეაფასა. არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ისაუბრა, რომელშიც "პსჟ" მადრიდის "რეალთან" დამარცხდა (1:3).

"ჩემი აზრით, მბაპე-ნეიმარ-მესის სამეულიდან თითოეულმა შესანიშნავად ითამაშა. მესი ვერ აიყვანს ბენზემაზე, ის სხვა რამეს აკეთებს. მესიმ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.

მისთვის შესანიშნავი მატჩი იყო, მაგრამ მეტოქე მადრიდის რეალი იყო. ბენზემა გამორჩეულია. დიდი ფეხბურთელები შესანიშნავ მატჩებს ატარებენ და ბენზემამ თქვა: "ეს მე ვარ!".

მოდრიჩს, ვინისიუსს გაუმართლათ, რომ ბენზემა ჰყავთ. ის უნიკალურია", - განაცხადა "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა და "ბოკა ხუნიორსის" ვიცე-პრეზიდენტმა.