"ტიტულების მოგება მინდა, თუნდაც სხვა გუნდში", - პოგბა მანჩესტერიდან წასვლაზე ალაპარაკდა

პოლ პოგბა არ უარყოფს, რომ საფრანგეთის ნაკრებში უკეთ თამაშობს, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედში": "საფრანგეთის ნაკრებში მე ვიცი ჩემი როლი, ვგრძნობ მწვრთნელის და პარტნიორების ნდობას.
ნორმალურია ამ განსხვავებების შეგრძნება მანჩესტერ იუნაიტედთან შედარებით, რადგან რთულია სტაბილურობის შენარჩუნება, როცა შენი პოზიცია, გუნდის სათამაშო სტილი და პარტნიორები მუდმივად იცვლებიან.
მინდა გავაგრძელო გამარჯვება და წინსვლა. მინდა დავიბრუნო ის წლები, რომლებშიც ტიტულები ვერ მოვიგე. გულწრფელად უნდა ვიყო, ბოლო ხუთი წლით არ ვარ კმაყოფილი.
წელსაც ვერაფერს მოვიგებთ. ტიტულების მოგება მინდა - მანჩესტერ იუნაიტედთან ან სხვა კლუბთან ერთად. მაქვს თუ არა როლი მანჩესტერ იუნაიტედში? საკუთარ თავს ვუსვამ ამ კითხვას და პასუხი არ ვიცი", - განაცხადა პოგბამ.
მანჩესტერი სერია ა-ში ათამაშებული ჩელსის აღზრდილით დაინტერესდა