მანჩესტერი სერია ა-ში ათამაშებული ჩელსის აღზრდილით დაინტერესდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" თავდამსხმელის, ტამი აბრაჰამის შეძენით არის დაინტერესებული. Il Messaggero-ს ცნობით, ინგლისურ კლუბს 24 წლის თავდამსხმელზე შეთავაზების გაკეთება ამ ზაფხულს შეუძლია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ეძებს სტაბილურად გამტან ფორვარდს. გარდა ამისა, "იუნაიტედს" აქვს იმედი, რომ აბრაჰამზე გავლენას მოახდენს ჯეიდონ სანჩოსთან ძლიერი მეგობრობა.
"რომა" ინგლისელის გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ძალიან სარფიან შეთავაზებას მიიღებს. ზაფხულში რომაელებმა თავდამსხმელი "ჩელსიდან" იყიდეს.
კლუბებს შორის შეთანხმებაში წერია, რომ 2023 წელს ლონდონელებს შეეძლებათ აბრაჰამის შესყიდვის ოფციის გააქტიურება და 80 მილიონ ევროდ მისი გაფორმება.