ავტორიზაცია

არაუხომ და გავიმ ბარსელონას სამი შემოთავაზება უარით გაისტუმრეს

არაუხომ და გავიმ ბარსელონას სამი შემოთავაზება უარით გაისტუმრეს
თარიღი 23 მარ 2022, 21:05

„ბარსელონა“ გუნდის ახალგაზრდა აღზრდილებს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება.

რონალდ არაუხოს და გავის „ბლაუგრანასთან“ ხელშეკრულებები 2023 წელს ეწურებათ და კლუბი მათ გახანგრძლივებაზე აქტიურად მუშაობს.

თუმცა, Marca-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში „ბარსას“ მიერ გაკეთებული სამივე შეთავაზება არაუხომაც და გავიმაც დაბლოკეს - მათ არ აკმაყოფილებთ ის პირობები, რომლებსაც მშობლიური კლუბი სთავაზობს.

თუმცა, „ბარსა“ შეთანხმების იმედს არ კარგავს და მოლაპარაკებები სამომავლოდაც აუცილებლად გაგრძელდება.