"მე და ვინისიუსი ლუზერების როლში ვიყავით", - კროოსმა პიკესთან და ალბასთან ერთად გავლილი დოპინგ-ტესტი გაიხსენა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, 20 მარტს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბარსელონასთან“ 0:4 წაგებული კლასიკო გაიხსენა.
„ეს საღამო უნდა დავივიწყოთ, ჩვენ ლუზერების დაჯგუფება ვიყავით.
მატჩის შემდეგ, ექიმი მოვიდა და გვითხრა, რომ დოპინგ-კონტროლი გვაქვს გასავლელი, იქ იყვნენ პიკე და ჟორდი ალბაც. თუმცა, ერთმანეთში არ გვილაპარაკია.
მე და ვინისიუსი ლუზერების როლში ვიყავით.“ - აღნიშნა გერმანელმა.