ავტორიზაცია

ბარსელონა არაუხოსთან და გავისთან აუქციონში მონაწილეობას არ აპირებს და მკაცრი პოზიცია დაიკავა

ბარსელონა არაუხოსთან და გავისთან აუქციონში მონაწილეობას არ აპირებს და მკაცრი პოზიცია დაიკავა
თარიღი 23 მარ 2022, 22:50

„ბარსელონა“ გავისთან და რონალდ არაუხოსთან მოლაპარაკებებში სერიოზულ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

როგორც Diario Sport იტყობინება, კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობა იაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან არაუხო და გავი, თუმცა აუქციონში მონაწილეობას და მაღალი ხელფასების მათთვის შეთავაზებას მაინც არ აპირებს.

„ბარსამ“ მკაცრი პოზიცია დაიკავა: ახალი კონტრაქტის შეთავაზებები, რომლებიც ფეხბურთელებს ახლა და მომავალში გაუკეთდება, ხელფასის მხოლოდ მცირე მომატებას გაითვალისწინებს.

კატალონიური გუნდი კვლავაც რთულ ფინანსურ სიტუაციაში იმყოფება. ჟოან ლაპორტას თავისი წინამორბედის, ხოსეპ ბართომეუს შეცდომების გამეორება და სახელფასო ჭერის უსაზღვროდ გაზრდა არ სურს.

„ბარსა“ ფიქრობს, რომ გავიც და არაუხოც უფრო დიდ ფსონს პროექტის სპორტულ ასპექტზე უნდა აკეთებდნენ და არა ფინანსურზე, თუ გუნდში დარჩენა სურთ. მეტიც, კლუბი არაა მათ გადაუხადოს იმდენი, რამდენსაც სხვა კლუბები სთავაზობენ.

აგრეთვე აშკარაა, რომ გავისაც და რონალდსაც გუნდში დარჩენა სურთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხავის მოსვლის შემდეგ, გუნდს კარგი პერსპექტივები გამოეკვეთა. 

ორივე ამ ფეხბურთელს „ბარსასთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და მათ კლუბის უკვე სამი შეთავაზებ დაბლოკეს, რადგან ფინანსურად ვერ დაკმაყოფილდნენ.