ავტორიზაცია

რონალდუსა და კავანის შესაძლო წასვლის ფონზე, მანჩესტერმა სასურველი თავდამსხმელი შეარჩია

რონალდუსა და კავანის შესაძლო წასვლის ფონზე, მანჩესტერმა სასურველი თავდამსხმელი შეარჩია
თარიღი 24 მარ 2022, 11:41

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "ევერტონის" თავდამსხმელის გადაბირებითაა დაინტერესებული, წერს Goal.com-ი.

როგორც გავლენიანი გამოცემა იტყობინება, მანიკუნიანელებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რიშარლისონის ხელში ჩაგდება სურთ.

"ემიუ" 24 წლის ბრაზილიელის შეძენის ვარიანტს კრიშტიანუ რონალდუსა და ედინსონ კავანის შესაძლო წასვლის ფონზე განიხილავს.

სამხრეთამერიკელი შემტევი "კანფეტების" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 55 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში რიშარლისონმა ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.