ავტორიზაცია

"აღარ არის ის, ვინც 10 წლის წინ იყო", - რიკელმემ განმარტა, თუ რა შეიცვალა მესის თამაშში

"აღარ არის ის, ვინც 10 წლის წინ იყო", - რიკელმემ განმარტა, თუ რა შეიცვალა მესის თამაშში
თარიღი 24 მარ 2022, 12:57

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი "ბოკა ხუნიორსის" ვიცე-პრეზიდენტმა, ხუან რომან რიკელმემ ლიონელ მესის თამაშის ევოლუციაზე ისაუბრა.

"უნდა გვესმოდეს, რომ მესი აღარ არის ის, ვინც 10 წლის წინ იყო. დროთა განმავლობაში საკუთარი თავი შეცვალა", - აცხადებს ვეტერანი არგენტინელი.

"კარიერის სტარტზე აჩქარდებოდა და ბურთთან ერთად უფრო სწრაფი იყო, ვიდრე მის გარეშე. საჯარიმოებს არ ასრულებდა, ახლა კი ყველა დანარჩენზე უკეთესად ურტყამს".

"ლეო გენიოსია. ძალიან მიყვარს", - დასძინა რიკელმემ გამოცემა Ole-სთან საუბრისას.

მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამჟამად "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას იცავს, სადაც გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.