ავტორიზაცია

MARCA: იოვიჩი რეალში დაიღალა, წასვლას აპირებს და მისდამი ინტერესს 4 ევროპული კლუბი იჩენს

MARCA: იოვიჩი რეალში დაიღალა, წასვლას აპირებს და მისდამი ინტერესს 4 ევროპული კლუბი იჩენს
თარიღი 24 მარ 2022, 13:45

"რეალის" თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდულ გრანდს დატოვებს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Marca იტყობინება, 24 წლის სერბისადმი ინტერესს "არსენალი", "ევერტონი", "მილანი" და "დორტმუნდი" იჩენენ.

იოვიჩი "სამეფო კლუბში" არსებული მდგომარეობით დაიღალა. ფეხბურთელმაც და კლუბმაც იციან, რომ იგი ზაფხულში წავა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე იანვარში იჩენდა რამდენიმე ევროპული კლუბი "ბლანკოსის" შემტევისადმი ინტერესს, მაგრამ საქმე კონკრეტულ შეთავაზებამდე არ მისულა.

შეგახსენებთ, იოვიჩი "რეალს" 2019 წელს, 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ლუკას 12 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე ერთად მოედანზე მხოლოდ 473 წუთი გაატარა.