"ვფიქრობ, შემადგენლობის სრულ გადაწყობას გეგმავენ", - რეინჯერსის ლეგენდამ მანჩესტერს მწვრთნელი ურჩია
"რეინჯერსის" ლეგენდარული თავდამსხმელი, ალი მაკოისტი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას ტუხელის დანიშვნას მხარს უჭერს.
"კლუბის სიდიადე მუშაობას მიმზიდველს ხდის. ჩემი აზრით, მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბები "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალი" არიან".
"ჩელსიდან" ტუხელის წასვლის ერთადერთ მიზეზად შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი გუნდის შექმნის შესაძლებლობა იქცეს".
"ამისათვის მას წარმოუდგენელი გარანტიები სჭირდება. ვგონებ, "ემიუ" შემადგენლობის სრულ გადაწყობას გეგმავს".
"არა მგონია, რომ ამჟამინდელმა შემადგენლობამ, რამდენიმე ახალი ფეხბურთელის ჩათვლითაც კი, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის" მუდმივი კონკურენცია გაუწიოს".
"არსენალს" ვუყურებ. როგორც ჩანს, ამ გუნდს სტრუქტურა და გეგმა აქვს".
"მოვიდა დრო, "მანჩესტერ იუნაიტედი" ამას მიხვდეს, რადგან რაც უფრო რისკავენ, მით უფრო რჩებიან უკან, ეს კი საბოლოოდ კატასტროფად იქცევა", - ციტირებს მაკოისტის სიტყვებს talkSPORT-ი.