ავტორიზაცია

"საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს", - რიკელმემ 2022 წლის მუნდიალის მოგებაზე არგენტინის ნაკრების შანსები შეაფასა

"საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს", - რიკელმემ 2022 წლის მუნდიალის მოგებაზე არგენტინის ნაკრების შანსები შეაფასა
თარიღი 24 მარ 2022, 14:59

არგენტინის ნაკრების ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ხუან რომან რიკელმემ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე "ალბისელესტეს" შანსები შეაფასა.

– იბრძოლებს თუ არა არგენტინა 2022 წლის მუნდიალის მოგებისთვის?

"მესისთან ერთად შანსები ყოველთვის არსებობს. საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს. ბრწყინვალე მსოფლიო ჩემპიონატი გველოდება, ამაში ეჭვი არ მეპარება".

"იმისათვის, რათა არგენტინა ტრიუმფს მიუახლოვდეს, საჭიროა, რომ მესი კარგად იყოს. ყოველთვის უნდა გჯეროდეს ლეოსი", - ციტირებს "ბარსელონას" ექს-ფეხბურთელის, ამჟამად კი "ბოკა ხუნიორსის" ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს Ole.

შეგახსენებთ, ყატარში გასამართი 2022 წლის მუნდიალი სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 8 დეკემბრამდე გასტანს.