"მესის სამართლიანად აკრიტიკებენ", - პაოლო დი კანიომ მიზეზიც განმარტა
"ვესტ ჰემისა" და "ლაციოს" ყოფილმა თავდამსხმელმა, პაოლო დი კანიომ განაცხადა, რომ "პსჟ"-ს შემტევს, ლიონელ მესის სამართლიანად აკრიტიკებენ.
მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზულ კლუბს გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
"მესის გაკრიტიკება არ შეიძლება იმის გამო, რაც "ბარსელონაში" გააკეთა. მაგრამ თუ წავიდა და სხვა გუნდის მაისურით სეზონში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა - შეგიძლიათ სხვებზე მეტად გააკრიტიკოთ".
"არ ცხოვრობ იმით, რაც ოდესღაც გაკეთდა, ეს უკვე წარსულს ჩაბარდა", - ციტირებს ვეტერანი იტალიელის სიტყვებს Goal.com-ი.
მიმდინარე სეზონში მესიმ საფრანგეთის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, თუმცა მის აქტივში 10 ასისტიცაა.