ტუხელი აღარ განიხილება — მანჩესტერ იუნაიტედის სიაში კვლავ 4 სპეციალისტია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა გუნდისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.
როგორც ცნობილი ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი წერს, "ეშმაკუნებმა" "აიაქსის" თავკაც ერიკ ტენ ჰაგთან საუბარი უკვე გამართეს.
ახლა კი, მანიკუნიანელები მაურისიო პოჩეტინოსთან ("პსჟ"), ხულენ ლოპეტეგისთან ("სევილია") და ლუის ენრიკესთან (ესპანეთის ნაკრები) აპირებენ შეხვედრას.
გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსის" დამრიგებლის, ტომას ტუხელის მიწვევის ვარიანტს აღარ განიხილავს.
შეგახსენებთ, "ემიუს" ამჟამად რალფ რანგნიკი უდგას სათავეში, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და აღნიშნულ თანამდებობას დატოვებს.